18 თებერვალი 2020,   17:21
ვრცლად
"საბუთებს არ გვაძლევდნენ, რომ სხვაგან გადავსულიყავით" - სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ

სტუდენტების პროტესტი - ახალგაზრდები თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან.

მიზეზი ხარისხის ცენტრის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია შეუჩერდა.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მათ არ აძლევს საშუალებას, რომ სწავლა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადმინისტრაციამ სტუდენტებს ავტორიზაციის შეჩერების შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

როგორც ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებს, ადმინისტრაციამ მათ ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დაუმალა და ადმინისტრაციის თანამშრომლები სტუდენტებს არ აძლევენ შესაბამის დოკუმენტაციას, რომ სხვა უნივერსიტეტში განაგრძონ ახალგაზრდებმა სწავლა.

"დაგვიმალეს, რომ უნივერსიტეტს მისცეს 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა და მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როდესაც ავტორიზაცია უკვე შეუჩერეს. საბუთებს არ გვაძლევდნენ, რომ სხვაგან გადავსულიყავით და ათასი მიზეზი აქვთ მოგონილი," - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სასწავლებლის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ სტუდენტების ბრალდებები უსაფუძვლოა და განმარტავენ, რატომ უთხრეს დოკუმენტაციის გაცემაზე უარი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ სტუდენტებს, დოკუმენტაციის გატანის საშუალება მხოლოდ მაშინ მიეცემათ, როდესაც ისინი დასკვნით გამოცდებს ჩააბარებენ.

"მე მათ ავუხსენი, რომ ყველა დოკუმენტს მივცემდი, მხოლოდ მას შემდეგ რაც დასკვნითი გამოცდები დასრულდებოდა და ეს იქნება 15 თებერვალს. ჩვენ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არის უსამართლო და არ ვაპირებთ გაჩერებას. აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს,"  - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

დღის ამბები