27 თებერვალი 2020,   21:59
ვრცლად
ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს - გადაწყვეტილებას ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს.

ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის მესაზღვრეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებს დაუკავშირა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. გამშვები პუნქტები დაკეტილია.

განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, მისი თქმით, მდგომარეობა კრიტიკულია.

"სიტუაცია არის მართლაც ძალიან კრიტიკული. ეს ხდება სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ასე თამამად აჟღერებენ ეს პირები და ალბათ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არავინ არ არის თავისუფალი ასეთ მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან, როგორიც არის ადამიანის უფლებების შელახვა," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები