29 თებერვალი 2020,   00:57
ვრცლად
კლიმტის 70 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ნახატი 23 წლის შემდეგ გალერეის რემონტის დროს იპოვეს 

ლეგენდარული მხატვრის გუსტავ კლიმტის 23 წლის წინ დაკარგული ნახატი ნაპოვნია. ავსტრიელი ხელოვანის ნამუშევარს სახელწოდებით "ქალბატონის პორტრეტი" გალერეის რემონტის დროს მიაგნეს.

გუსტავ კლიმტის ნახატი მებაღემ შემთხვევით იპოვა. ნამუშევარი ქალაქ პიაჩენცას მუზეუმიდან 1997 წელს გაუჩინარდა.

კლიმტმა ნახატი 1916-1918 წლებში შექმნა და მისი ღირებულება 70 მილიონი ამერიკული დოლარია.

დღის ამბები