29 თებერვალი 2020,   01:16
ვრცლად
"საქპატენტი" აუდიტის დასკვნას, საწვავის არასამსახურეობრივი დანიშნულებით გამოყენების შესახებ, არ იზიარებს

"საქპატენტი" აუდიტის დასკვნას, საწვავის არასამსახურეობრივი დანიშნულებით გამოყენების შესახებ, არ იზიარებს.

უწყებაში ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნისას საწვავის გახარჯვას სხვა დასაქმებულების მიერ, ავტოტრანსპორტის სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენებით ხსნიან. ასევე ამბობენ, რომ საწვავის ხარჯის ზრდა ქალაქგარეთ განთავსებული ოფისიდან ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემდეგ დასაქმებულთა ტრანსპორტირებამ განაპირობა.

"ის ავტომანქანები, რომლებზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში, არ იყო გათვლილი მხოლოდ ხელმძღვანელობაზე, ის ჩვეულებრივი სამსახურეობრივი დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა. "საქპატენტს" აქვს ორი ოფისი - მცხეთასა და თბილისში. გარკვეული დეპარტამენტის უფროსები, რომლებიც არასამუშაო საათების შემდეგ რჩებოდნენ სამსახურში, მნიშვნელოვანია მცხეთიდან თბილისის მიმართულებით სამსახურის ავტომობილებით გადაადგილებულიყვნენ," - აცხადებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში ყოფნისას 2.144 ლიტრი საწვავია გახარჯული.

დღის ამბები