27 თებერვალი 2020,   20:39
ვრცლად
ისტორიკოსისა და ლიტერატორის, ნიკა აგლაძის დასახმარებლად მწერალთა სახლში აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ისტორიკოსისა და ლიტერატორის, ნიკა აგლაძის დასახმარებლად მწერალთა სახლში აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელშიც მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, ასევე მუზეუმები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და სტარტაპერები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა ნიკა აგლაძის ანგარიშზე გადაირიცხება. 

"უპირველეს ყოვლისა მადლობა მწერალთა სახლს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს ამ გამოფენა-გაყიდვაში. ნიკასაც ძალიან უხარია ეს ყველაფერი, მისი ოჯახის და ყველა ახლობელი მადლობელია თითოეული ადამიანის," - აღნიშნა ნიკა აგლაძის დამ, ნინა აგლაძემ. 

შეგახსენებთ, ინტელექტკლუბის წევრს, თავის ტვინის ჰემანგიომა 6 თვის წინ აღმოუჩინეს, რომლის მკურნალობაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დახმარების მსურველებს, აუქციონში მონაწილეობის მიღება, ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

დღის ამბები