20 თებერვალი 2020,   19:06
ვრცლად
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერა გაგრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი ელიზაბეთ რუდს შეხვდა 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა.

"ვისაუბრეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით. ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ პროგრამის პოლიტიზირება მოხდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ იქნება მაღალჩინოსნების ჩართულობა. მათივე განცხადებით, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება," - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.

დღის ამბები