20 თებერვალი 2020,   19:18
ვრცლად
ის, რაზეც იყო ძირითადად აგებული სახალხო დამცველის ანგარიში, მეტწილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს - სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სიმართლეს არ შეესაბამება - ამ შეფასებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აკეთებს.

სოფო კილაძის განცხადებით, სახელმწიფო სახალხო დამცველის აზრს მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საუბარი რეალურ პრობლემებზეა.

"ის, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ სახალხო დამცველის აზრს მაშინ, როდესაც რეალურ პრობლემებზე გვაქვს საუბარი, მიანიშნებს ის, რომ გასულ წელს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში შემოსული რეკომენდაციების 84% გავიზიარეთ, მაგრამ მეორე მხრივ არის საკითხები, სადაც ჩვენს აზრებს შორის არ არის თანხვედრა და ეს მოსაზრებები, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან კონკრეტულ ფაქტებს ემყარება.

მგონია, რომ ის, რაზეც იყო ძირითადად აგებული სახალხო დამცველის დღეს წარმოდგენილი ანგარიში, მეტწილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სუბკულტურაზე, რომელიც თითქოს მართავს ციხეებს. ეს ასე ნამდვილად არ არის," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები