20 თებერვალი 2020,   18:15
ვრცლად
 "ბასიანთან" განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუზუსტდა

2020 წლის 12 იანვარს კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი დაუზუსტდა და პროკურატურა მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს:

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და  დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ. ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე  გამოძიება გრძელდება," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები