20 თებერვალი 2020,   19:25
ვრცლად
მძიმე საყურებელი იყო, როგორ ცდილობდა ბატონი კუჭავა თავის მართლებას - კანდელაკი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრების გამოსვლას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა უშედეგოდ ცდილობდა თავის მართლებას, როდესაც ევროპარლამენტარები ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პასუხს ითხოვდნენ:

"არც ქალბატონ ციხელაშვილს და არც ბატონ კუჭავას არ მოუთხოვიათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების, ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში შეტანა. არცერთ მათგანს არც კი უხსენებია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. მძიმე საყურებელი იყო განსაკუთრებით როგორ ცდილობდა ბატონი კუჭავა თავის მართლებას, როცა ევროპარლამენტარები საუბრობდნენ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, პოლიტპატიმრებზე და იმაზე, რომ არავის არ სჯერა პროპორციულ სისტემაზე ვერგადასვლის ოცნებისეული ვერსიის,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

დღის ამბები