22 თებერვალი 2020,   05:23
ვრცლად
ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო ურჩევს, უხანში ჩასვლისგან თავი შეიკავონ

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს და ქალაქ უჰანში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში  გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც "უმაღლესი". აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები