22 თებერვალი 2020,   04:07
ვრცლად
საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში პატარა ალექსის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა

საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცის კარი ჯგუფური გამოფენა-გაყიდვისთვის გაიღო. საექსპოზიციო სივრცე იმ ადამიანებს დაეთმო, რომლებიც კადრს მიღმა მუშაობენ. სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორების და სახელმწიფო სპეციალური სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკის ნამუშევრები, მხოლოდ ერთი დღით და ძალიან მნიშვნელოვანი ამბისთვის გამოიფინა. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა "კურიერის" ჟურნალისტის, ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად გაიმართა.

ბექა მშვილდაძემ საკუთარი 30 ფერწერული ტილო გამოფინა. პროფესიით ტელე-ოპერატორმა ხატვა 2 წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა უკვე მეორედ მოაწყო. 

რეზი ცირეკიძე და არჩილ ვაჟიკაშვილი ქანდაკებაზე მუშაობენ, ისინი საკუთარი ტექნიკით ცნობილ პერსონაჟებს ქმნიან. ვიცე-პოლკოვნიკი ნინო ჯიქია კი ჯვარედინი ქარგვის ოსტატია. ოთხივე ავტორი ერთი მიზნისთვის გაერთიანდა და მათი მეორე პროფესიის შედეგი დამთვალიერებლისთვის გამოიფინა. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა კი, პატარა ალექსის დასახმარებლად გადაირიცხა.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ავტორები, ალექსის მსგავსად, მძიმე სენთან მებრძოლი სხვა ბავშვების დასახმარებლად, მომავალშიც გეგმავენ. 

დღის ამბები