09 აპრილი 2020,   16:47
ვრცლად
"შთამომავალი მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა კითხვა გაინტერესებთ, ნამუსი არ გაგაჩნიათ?" - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, მას შემდეგ რაც მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის ხმაურიანი შეძახილებით დატოვა, საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით, კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემს ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის გარიგება? ამიხსენით ვინმემ. შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა კითხვა გაინტერესებთ რა პასუხი გინდათ, ნამუსი არ გაგაჩნიათ?", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა საქმით სპეკულირებაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები