18 თებერვალი 2020,   17:03
ვრცლად
საკრებულოს დეპუტატებს ხმის მიცემა ხელის აწევით მოუხდათ - ლილე ლიპარტელიანმა კაბელი გამორთო

მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თავისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო, საკრებულოს სხდომა ჩვეულ დროს, 16:00 საათზე დაიწყო. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა ხდომის მონაწილეებს მიმართა და სხდომას არალეგიტიმური უწოდა, რის შემდეგადაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

გარკვეული დროის შემდეგ ლილე ლიპარტელიანი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და ძაბვის ის კაბელი გამორთო, რომელიც კენჭისყრის შედეგებს აჯამებს. ამის შემდეგ, დეპუტატებს კენჭისყრა ხელის აწევით მოუხდათ. 

​შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები