22 თებერვალი 2020,   05:08
ვრცლად
რუსეთის დელეგაცია ქართველი, უკრაინელი და ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციების მიერ დაყენებულ საკითხს პასუხობს

რუსეთის დელეგაცია ქართველი, უკრაინელი და ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციების მიერ დაყენებულ საკითხს პასუხობს. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საქართველომ და უკრაინამ ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად დააყენეს. 

რუსი დეპუტატების განცხადებით, შანსი იმისა, რომ მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რაიმე პრობლემა შეექმნათ, ნულის ტოლია და უკვე ელოდებიან იმ კომიტეტების სხდომას, სადაც ეს საკითხები უნდა გავიდეს.

"საკითხი პროცედურების შესაბამისად წარიმართება. იქნება კენჭისყრა. დაველოდოთ და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, რომ მე მართალი აღმოვჩნდები," – აცხადებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი.

დღის ამბები