09 აპრილი 2020,   18:22
ვრცლად
შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსმართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამით, მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომა საქმეში დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა.

პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ის დანაშაულს არ აღიარებს.

სხდომის დასრულების შემდეგ, დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, დეტალებს ვერ გაასაჯაროებს.

65 წლის მამაკაცი ორი დღის წინ საკუთარ სახლში 137-ე მუხლის შესაბამისად, შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. დაზარალებული და ბრალდებული მეზობლები არიან.

დღის ამბები