18 თებერვალი 2020,   17:00
ვრცლად
"ვლადიმერ პუტინის მარიონეტი" - ამერიკელმა კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

"ვლადიმერ პუტინის მარიონეტი" - ასე უწოდა ბიძინა ივანიშვილს ამერიკელმა კონგრესმენმა შტატების საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას. რესპუბლიკური პარტიის წევრმა პიტ ოლსონმა ივანიშვილი ტელესერიალ - "სეზამის ქუჩის" მარიონეტ თოჯინას შეადარა და უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ოლსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ საქართველოს რესურსებს აკონტროლებს. ამერიკელმა კონგრესმენმა კოლეგებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

"ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ ტელესერიალ "სეზამის ქუჩის" ოსკარ გრუჩსა და საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივე მარიონეტები არიან, რომლებიც ანაგვიანებენ თავიანთ სახლებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. ტეხასური კომპანია "ფრონტერა რესორსი" საქართველოში ბურღვით სამუშაოებს წლების განმავლობაში ატარებდა. მათ შესანიშნავი სამუშაო ადგილები შექმნეს ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათი ოპერირება არ შეაჩერა და ხელში არ ჩაიგდო მათი აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვეღარ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი - ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. გამოღვიძების დროა, როგორც ეს ფოტო აჩვენებს, საქართველოში აქციის მონაწილეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით, რომ აღვიმაღლოთ ხმა თავისუფლებისა და საქართველოსთვის," - განაცხადა პიტ ოლსონმა

დღის ამბები