18 თებერვალი 2020,   16:59
ვრცლად
არეულობა საფრანგეთში - პარიზში მეხანძრეების მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

არეულობა საფრანგეთში - პარიზში მეხანძრეების მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მეხანძრე ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გავიდა.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. საფრანგეთში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები რამდენიმე თვეა აქციებს მართავენ. ისინი ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან.


 

დღის ამბები