29 თებერვალი 2020,   00:30
ვრცლად
EMC ქვეყნის ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს და საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს

EMC ქვეყნის ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ  მიმართულებით გასული წლის ანგარიშის წარმოსადგენად ემზადება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში იმ მსჯავრდებულებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც არაადეკვატური ნარკოპოლიტიკის გამო ციხეებში არაპროპორციულ სასჯელს იხდიან. მათი შეფასებით, დაუშვებელია საკითხი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოზე იყოს დამოკიდებული.

"სახელმწიფო უარს ამბობს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებითი ცვლილებების განხორციელებაზე და დღემდე​ მინდობილია ​ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების საფუძველზე ცვლილებებს. სასჯელაღსრულებაში მყოფი მსჯავრდებულები არიან მოლოდინში და იხდიან ძალიან მკაცრ და ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ და უსამართლო სასჯელებს ნაკლებად მძიმე ნარკოტიკული დანაშაულებისთვის,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ანა ნასრაშვილი.

დღის ამბები