29 თებერვალი 2020,   02:01
ვრცლად
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი არიან. შვილი, 25 წლის ახალგაზრდა  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა გოგონას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი, სავარაუდოდ, შოკური მდგომარეობა გახდა. 

54 და 58 წლის ცოლ-ქმრის გარდაცვალების სავარაუდო ვერსიად ბუნებრივი აირის ნამწვით, ე.წ. CO-თი ინტოქსიკაცია სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის გამაცხელებელი გარდაცვლილების საძინებელ ოთახთან ახლოს იყო დამონტაჟებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება 240-ე პირმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.  

 

დღის ამბები