18 თებერვალი 2020,   17:01
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის სასამართლო პროცესი დღეს შედგება - ადვოკატი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრისა და მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი დღეს შედგება. წინა პროცესის მსგავსად ამჯერადაც ბრალდების მხარის მოწმეების, რამდენიმე პოლიციელის დაკითხვა იგეგმება.

კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ კოშაძეს იარაღი პოლიტიკური მოტივებით ირაკლი ოქრუაშვილის გამო ჩაუდეს და დააკავეს.

"დაინტერესებული პოლიციელების გარდა, ვინც იარაღი ჩაუდო კობა კოშაძეს, არცერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ, ეს გამოძიებაც გაყალბებულია. კობას დნმ-ი, თითის კვალი, მიკრონაწილაკები და ა,შ  იქ არ არის. ყველაფერი უკავშირდებოდა ირაკლი ოქრუაშვილს, მას შეუთვალეს, როცა ის იმყოფებოდა საფრანგეთში, 20 ივნისის შემდეგ, არ ჩამოსულიყო, თორემ დაიჭერდნენ, ირაკლიმ ამაზე უარი უთხრა, იცოდნენ რომ ჩამოსვლას აპირებდნენ და ამ მუქარის სერიოზულობაში რომ დარწმუნებულიყო, დაუჭირეს მისი უახლოესი ადამიანი,"- აცხადებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

დღის ამბები