18 თებერვალი 2020,   18:10
ვრცლად
დღეს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება - ადვოკატის თქმით, ბრალდების პოზიცია სუსტი და უსუსურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო  პროცესი გაიმართება. დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება

დაკავებულების უფლებადამცველებს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი ნაკლებად აქვთ:

"სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილების მოლოდინი ამ სასამართლოში ნაკლებად გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და ყოველ პროცესზე ჩვენ ამას ვამტკიცებთ. ყოველ სასამართლოზე მეტი და მეტი ჩანს თუ რამდენად სუსტი და უსუსურია ბრალდების პოზიცია. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ვიხილავთ ბრალდების წინასწარ დარიგებულ მოწმეებს, მათი ინფორმაცია, როგორც აქამდე, ვერც მომავალში ვერ იქნება კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების საფუძველი," - განაცხადა ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

დღის ამბები