18 თებერვალი 2020,   17:00
ვრცლად
ფოთში თევზის ბაზრობის მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, თევზის ბაზრობის მოვაჭრეებს მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, სამი წლის წინ, მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ადგილი პომპეზურად გაიხსნა, თუმცა ახლა ამ ფართის დატოვებას სთხოვენ.

მოვაჭრეების თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ, რომ აღნიშნულ ადგილზე ფართის განთავსება კანონდარღვევა იყო.

მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოუყვეს, მაგრამ აღნიშნული ტერიტორია მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

დღის ამბები