18 თებერვალი 2020,   17:04
ვრცლად
მთელი სახელმწიფო ებრძვის ერთ ადამიანს, სიმართლის ეშინიათ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ჩემი კი არ ეშინიათ, სიმართლის ეშინიათ" - ეს განცხადება მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში, პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მათ პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს. 

"ამ ბუდეს, ეშინია ერთი ადამიანის. ერთი ადამიანის ეშინიათ მთელ ამ კრიმინალთა ხროვას. წარმოიდგინეთ, მთელი სახელმწიფო ებრძვის ერთ ადამიანს. ჩემი კი არ ეშინიათ, სიმართლის ეშინიათ. ვინ არ მიშვებს, გამოვიდეს ის ადამიანი," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვიმა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა

 ავტორი: ლუკა ხაჩიძე 

დღის ამბები