03 აპრილი 2020,   23:20
ვრცლად
უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება

უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება, - "კურიერს" ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ დაუდასტურა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათ ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

უხანიდან გადმოყვანის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში ორკვირიანი კარანტინი გაიარეს. მათი ჯანმრთელობა, შესაბამისი კვლევებით, რამდენჯერმე გადამოწმდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დამატებითი პროცედურა არ იგეგმება და ისინი აეროპორტიდან სახლებში წავლენ. ქალაქ უხანიდან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა 42 ადამიანი პირველ თებერვალს წაიყვანა. ჩინეთიდან ევაკუირებულებს შორის საქართველოს სამი მოქალაქე იყო.

დღის ამბები