04 აპრილი 2020,   00:13
ვრცლად
ტრამპმა შესაძლოა მსოფლიო ლიდერებთან მის სატელეფონო საუბრებზე წვდომა შეზღუდოს

ტრამპმა შესაძლოა მსოფლიო ლიდერებთან მის სატელეფონო საუბრებზე წვდომა შეზღუდოს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკულ მედიას განუცხადა.

"ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. როდესაც უცხოელ ლიდერს ურეკავს, ხალხი გისმენს. შესაძლოა ეს წესი საერთოდ გავაუქმო. ხანდახან ჩემს საუბარს 25 ადამიანი ისმენს," - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპისთვის იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადება სწორედ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შინაარსი გახდა.

დღის ამბები