03 აპრილი 2020,   23:37
ვრცლად
გატაცებულ არასრულწლოვან გოგონას ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია სჭირდება - სახალხო დამცველის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის ინფორმაციით, არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მარნეულში, ქორწინების მიზნით დააბრუნეს, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. ეკა სხილაძე ხაზს უსვამს, რომ არასრულწლოვანს სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

"საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი თვალს მიადევნებს და, ასევე, ჩვენთვის საინტერესოა, თუ როგორი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია მოხდება მისი, რადგან მან გუშინ მიიღო ძალიან ცუდი გამოცდილება, სავარაუდოდ, იყო მოტაცების მსხვერპლი და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. საყურადღებოა, რომ გოგოს მოტაცება მოხდა მაშინ, როდესაც ის განათლების მისაღებად იყო მისული სხვა არასრულწლოვნებთან ერთად. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ამ საქმეზე რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ყველა ჩართული პირის მოძიების და მათი დანაშაულში ჩართულობის მიმართულებით, რაშიც, იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებს,"- განაცხადა ეკა სხილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები