04 აპრილი 2020,   22:48
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 105-ით გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 105-ით გაიზარდა, ინფექციით, საერთო ჯამში 1,770 ადამიანია დაღუპული. გაზრდილია დაინფიცირების შემთხვევებიც, კორონავირუსი 70 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

400-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზეც. შეერთებულმა შტატებმა გემის ბორტზე მყოფი ამერიკის მოქალაქეების ევაკუირება ორი თვითმფრინავით უკვე უზრუნველყო. 40 ამერიკელი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს იაპონიის სამედიცინო დაწესებულებაში გაივლის. პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაშია გავრცელებული.

გარდაცვალების შემთხვევები საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ტაივანშიც ფიქსირდება.

დღის ამბები