09 აპრილი 2020,   21:28
ვრცლად
შოთაძის კანდიდატურა მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მძიმე საკადრო კრიზისშია - ლევან თარხნიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შესაძლოა, ხვალ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრას დაესწროს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით კი, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და შესაბამისად, ხვალ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

"ჩვენი ფრაქციები ბოიკოტის რეჟიმში არიან და არ ვაპირებთ ამ ბოიკოტის შეწყვეტას. დიდი ალბათობით, დღეს ბატონ შოთაძეს მწვავე კითხვები არ დაესმება. რაც შეეხება ხვალინდელი სესიის სხდომას, აქტივობას ვაპირებთ პარლამენტის გარეთ.

შოთაძის დაბრუნება ერთი რამის მანიშნებელია, თუ რაოდენ მძიმე საკადრო კრიზისშია ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად "ქართული ოცნება," - განაცხადა თარხნიშვილმა.

ირაკლი შოთაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ორ საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი უკვე ხვალ უნდა ეყაროს.

დღის ამბები