04 ივნისი 2020,   20:51
ვრცლად
"ჩვენ დემოკრატები ვართ და არა ოლიგარქები" - დემოკრატი ბერნი სანდერსი მაიკლ ბლუმბერგის წინააღმდეგ

დემოკრატი ბერნი სანდერსი მაიკლ ბლუმბერგის წინააღმდეგ.

"ჩვენ დემოკრატები ვართ და არა ოლიგარქები," - განაცხადა სანდერსმა და ამ გზით მილიარდერი ბლუმბერგი გააკრიტიკა.

ვაშინგტონში შეკრებილ მომხრეებს სანდერსმა უთხრა, რომ არჩევნებს ფულით ვერავინ იყიდის. სანდერსმა ნიუ-იორკის ყოფილი მერი დონალდ ტრამპს შეადარა და განმარტა, რომ ორივე მათგანი თავიანთი ფინანსური შესაძლებლობებით პოლიტიკას კორუფციულ სფეროდ აქცევენ.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება დონალდ ტრამპის მეტოქე და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

დღის ამბები