04 ივნისი 2020,   21:00
ვრცლად
"დამოუკიდებელი დეპუტატები" ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან.

ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.]

გარდა ამისა, კობერიძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ რეგლამენტი დაარღვია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

კობერიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო, რომ ტიკარაძე კომიტეტზე მისულიყო.

"სამწუხაროდ, პარლამენტი ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა მთელ ამ პროცესში. ჩვენ ამ პროცესს ვემიჯნებით და ბოიკოტს ვუცხადებთ.

დღეს თქვენ ანგარიში უნდა წარადგინოთ და სამწუხაროა, რომ ეს ანგარიში იმ ფონზე უნდა ჩატარდეს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მთლიანად რეგლამნეტის კანონს არღვევს და შესაბამისად, პარლამენტმა ვერ მოახერხა ის, რომ მინისტრი კომიტეტზე მოსულიყო და მგონი თავად მინისტრიც ვერც ხვდება, რომ რეგლამენტი დაარღვია და კარგი იქნება თუ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აუხსნით ამ საკითხს, დააყენებთ დღისწესრიგში თქვენს პოლიტიკურ გუნდში. მე მგონია, რომ ასეთი საკითხები მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მთავრდებოდეს," - განაცხადა ლევან კობერიძემ

 

 

დღის ამბები