04 აპრილი 2020,   22:27
ვრცლად
თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნება სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი დესტრუქციულია - თალაკვაძე

"თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი დიალოგის აუცილებლობაზე თანხმდება. 

"ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს, განსხვავებულ პოზიციაზეა. ჩვენი შეთავაზება არის პროგრესული, კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადად შევთავაზეთ ოპოზიციას 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები. ეს არის ტესტი ოპოზიციისთვის.

თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს. იმედი მაქვს, პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან და შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები