04 აპრილი 2020,   13:41
ვრცლად
ეს პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში დემოკრატიაა - არჩილ თალაკვაძე

"ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სესიის დაწყებამდე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციის პატივისცემის მიუხედავად, მმართველი გუნდი გენერალურ პროკურორს მაინც აირჩევს.

"ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს პოლიტიკური ძალა, მოქალაქეთა გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე. პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი. რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ოპოზიციონერებთან, არამედ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, რომ თანამდებობაზე პროკურორი დავამტკიცოთ,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები