08 ივლისი 2020,   11:51
ვრცლად
"შოთაძე გამყალბებელი" - საპროტესტო პლაკატებით აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან მსვლელობით ჭიჭინაძის ქუჩამდე გადაინაცვლეს. ოპოზიციის ლიდერები მომხრეებს საპროტესტო პლაკატებით მიუძღვებიან და ჭიჭინაძის ქუჩის შესასვლელთან მობილიზებულ აქტივისტებს შეუერთდებიან, რომლებიც ირაკლი შოთაძის კანდიდატურის არჩევას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მორიგი პროვოკაცია და საზოგადოება ამას არ შეეგუება.

"იქნება შემდგომი საპროტესტო აქციები და იქნება 4 აპრილს დიდი აქცია რუსთაველზე, სადაც ოპოზიცია თავის გეგმებს დადებს და საბოლოო ჯამში ამოცანა არის ამ კაცის ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და სწორედ ამაზე მიდის მუშაობა, მთავარი პრიორიტეტი არის ეს.

შოთაძის კანდიდატურის შერჩევა დადასტურებაა იმისა, რაც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთი უტიფრობა, რომ მთელ ხალხს ეუბნები, ფეხებზე მკიდია გუშინ რას ვიძახდი, ვინ როგორ მოიქცა, როგორ სამარცხვინო კაცს გთავაზობდით, თქვენ რომ გაბრაზდით და აი ამიტომ რომ გადადგა, აი ახლა დაივიწყეთო. ეს არის ივანიშვილის მიდგომა, პროპორციულ არჩევნებზეც ასე მოექცა საზოგადოებას. დაგპირდით, მაგრამ ფეხებზე მკიდიხართო. ამიტომ დაასრულებს თავის ხელისუფლებას ან არჩევნების გზით და მისთვის პოლიტიკურად მწარედ ან ძალიან ცუდად, " - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინა პერიმეტრისკენ მიემართებიან, სადაც ლიდერების თქმით, დღევანდელი აქცია დასრულდება.

ოპოზიციონერის ლიდერების განცხადებითვე, თბილისში, ასევე რეგიონებში 4 აპრილამდე რამდენიმე მცირემასშტაბიანი აქცია გაიმართება, ხოლო 4 აპრილს მასშტაბური შეკრება იგეგმება.

დღის ამბები