04 აპრილი 2020,   21:52
ვრცლად
მკვლელობა ყარაჯალარში - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო

ყარაჯალარში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული გახსნილია - 23 წლის პირი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა, შემდეგ კი ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილში დაწვა, დაკავებულია. მან 67 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობა, სავარაუდო მოწმემ მიიღო და "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

გარდა ამისა, "კურიერთან" საუბრისას, ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის რამდენიმე კვალი აღმოაჩინა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დაპირისპირება გზის სავალ ნაწილზე დაიწყო. 

დღის ამბები