04 აპრილი 2020,   22:34
ვრცლად
როგორ შეიძლება დიალოგი, როცა ერთი ხელით გველაპარაკებიან, მეორე ხელით ადამიანებს გვიჭერენ - ვაშაძე თალაკვაძეს პასუხობს

"როგორ შეიძლება დიალოგზე მივიდეთ, როცა ერთი ხელით გველაპარაკებიან, მეორე ხელით ადამიანებს გვიჭერენ," - ასე უპასუხა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის  განცხადებას დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდთან მანდატებით ვაჭრობას არ აპირებს.

"ამ გზავნილს იმეორებენ უკვე ათი დღეა და არ მოვდივართ ამ დიალოგზე, დავუყვიროთ თუ გინდათ. როგორ შეიძლება დიალოგზე მივიდეთ, როცა ერთი ხელით გველაპარაკებიან, მეორე ხელით ადამიანებს გვიჭერენ. ძალიან დიდი ბოდიში, რაიმეს გაკეთება უნდათ? დააინიცირონ პარლამენტში. ვნახავთ - ადეკვატურია? ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებებს? ჩვენ მხარს დავუჭერთ. არაადეკვატურია? ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ და ვეტყვით, რომ მანდატებით ვაჭრობაში ჩვენ არ შევდივართ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები