04 აპრილი 2020,   21:37
ვრცლად
მხარს ვუჭერთ საქართველოში არჩევნების უმაღლესი ევროპული სტანდარტებით ჩატარებას - დიეგო კოლასი

დიპლომატები დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებენ - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დიეგო კოლასი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

"არ მინდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა პირველ რიგში ჩვენ მხარს ვუჭერთ მომავალი არჩევნების უმაღლესი ევროპული სტანდარტებით ჩატარებას. იმედი გვაქვს, ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და არჩევნების შესაძლო საუკეთესო ვარიანტით ჩატარება შესაძლებელი გახდება.

მომავალი არჩევნებისთვის მხარს ვუჭერთ ძლიერ ევროპულ სტანდარტებს. პოლიტიკურ ძალებს შორის შეძლებისდაგვარად ურთიერთგაგება კარგია. მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას და იმას, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ითანამშრომლოს, რათა მომავალი არჩევნების საუკეთესოდ ჩატარება იყოს უზრუნველყოფილი," - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

 

დღის ამბები