04 აპრილი 2020,   22:24
ვრცლად
ოპოზიცია პარლამენტის სასესიო დარბაზში საყვირებით შევიდა და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

ოპოზიცია პარლამენტის სასესიო დარბაზში საყვირებით შევიდა და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინ შევიდნენ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სიტყვით გამოდიოდა.

ისინი აცხადებენ, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის დროინდელი გამოსვლაა ის, რასაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ისმენენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად მაშინ შემოვიდნენ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციაზე საუბრობდა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მათი შემოსვლა სიმბოლური იყო და ოპოზიციის წარმომადგენლებს ტაშის დაკვრით მიესალმა.

 

დღის ამბები