04 აპრილი 2020,   23:09
ვრცლად
სამართლიანი სასამართლო ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პირობაა, ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის - თალაკვაძე

სამართლიანი სასამართლო ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია.

"გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიურობა, ასევე, დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა. რეფორმამ დაიმსახურა დადებითი შეფასებები აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა; საქართველო Fraser Institute-ის დამოუკიდებელი სასამართლოს ინდექსში 2004-2012 წლებში 89-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2012-2018 წლებში 66-ე ადგილს იკავებს; 2019 წელს პარლამენტმა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი რეგულაციები, ჩაატარა ღია და გამჭვირვალე პროცესი და დანიშნა 12 ახალი მოსამართლე, ხოლო უზენაეს სასამართლოში ვაკანტური დატოვა ადგილების ნახევარი, რომელსაც შემდეგი პარლამენტი დააკომპლექტებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები