02 აპრილი 2020,   15:35
ვრცლად
დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა პროსახელისუფლებო გახადოს - სულხან სალაძე

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შეხვდა. საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ ჟურნალისტებს იურიდიულ კონსულტაცია გაუწია.

როგორც სალაძემ აღნიშნა, არსებობს შეკითხვები მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორის მისამართით, ასევე რეალურია საფრთხეები, რაზეც ჟურნალისტები რამდენიმე თვეა საუბრობენ.

საიას ხელმძღვანელის განმარტებით, დაანონსებულმა ცვლილებებმა შესაძლოა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა პროსახელისუფლებო გახადოს.

დღის ამბები