05 აპრილი 2020,   13:29
ვრცლად
განიხილება ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ჩატარების სამართლიან წესებს უზრუნველყოფს - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო 2020 წლის პრიორიტეტებზე მუშაობს, რომლესაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში, კომიტეტებში კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.

როგორც თალაკვაძემ დეპუტატებისა და მთავრობის წევრების წინაშე ანგარიშით წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტში განიხილება ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ჩატარების სამართლიან წესებს უზრუნველყოფს.

"განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების დაეფუძნება და უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფრო სამართლიან წესებს, პარტიებისთვის დაფინანსების ახალ სისტემას, თანაბარ წვდომას მედიაზე, პოლიტიკაში და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, საჩივრების განხილვის ვადების დაზუსტებას, მეორე ტურის ჩატარების წესებს და სხვა სიახლეებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები