02 აპრილი 2020,   17:16
ვრცლად
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბაკურ სორდიამ ბრალი აღიარა

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბაკურ სორდიამ ბრალი აღიარა. ბრალდებულმა  სასამართლოს არსებით განხილვაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს, როგორც ოჯახში ძალადობის, ასევე, წარდგენილ მეორე თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალშიც.

მისი თქმით, სრულად ეთანხმება ბრალდების ყველა მტკიცებულებას, რის გამოც, სასამართლო პროცესებზე მოწმეებს აღარ გამოკითხავს. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახის წევრები და მოწმეთა გამოკითხვას ითხოვენ.

ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და სორდიას მკვლელობაში ადანაშაულებენ.  ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის, მაჟორიტარ ზაზა ხუბუას ბოსელში იპოვე ჩამომხრჩვალი. 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულს წინ მიქავას მიმართ მეუღლის მხრიდან სიტყვიერი, ხოლო დედის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა უსწრებდა, რასაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები