02 აპრილი 2020,   16:08
ვრცლად
ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან მათ შემოუშვებენ, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია - ზურაბ აბაშიძე

სერგეი ლავროვი საქართველოში სავარაუდოდ ვერ ჩამოვა. თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან მხოლოდ მათ შემოუშვებენ, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს, - ამ თემაზე განმარტება დღეს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

"ჩამოვა, ვისაც არ ექნება დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს ერთია. პრინციპში, ეს საერთაშორისო ფორუმია, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამას შესაბამისი სტანდარტებით ჩავატარებთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რაც ყველამ უნდა დაიცვას," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები