09 აპრილი 2020,   12:21
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან რამდენიმე ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

გატაცებულია რამდენიმე ქართველი მეზღვაური - "კურიერის" ინფორმაციით აფრიკის ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს საქართველოს დროით დაახლოებით დილის 5 საათზე მეკობრეები თავს დაესხნენ.

გემიდან 10 მეზღვაური წაიყვანეს, მათ შორის, რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.

წყარო, რომელმაც აფრიკიდან მოგვაწოდა ინფორმაცია გვატყობინებს, რომ გატაცებისას მეკობრეებმა ცეცხლი გახსნეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაცია "კურიერისგან" შეიტყვეს. შესაბამისად, ჯერჯერობით, მომხდარის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ და მის  გადამოწმებას ცდილობენ.

დღის ამბები