30 მაისი 2020,   04:13
ვრცლად
იზორია გერმანიაში, ქაცარავა ბრიტანეთში, დონდუა საბერძნეთში - საქართველოს 3 ახალი ელჩი ჰყავს 

საქართველოს სამი ახალი ელჩი ჰყავს: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია გერმანიაში ელჩად დაინიშნა.

დიდ ბრიტანეთში კი საქართველოს წარმომადგენელი "ქართული ოცნებიდან" წასული სოფიო ქაცარავა გახდა. ის იმ 12 დეპუტატს შორისაა, რომლებმაც უმრავლესობის რიგები კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.

საბერძნეთში კი საქართველოს ელჩის ფუნქციების შესრულება დავით დონდუას ანდეს. დონდუა წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

დღის ამბები