30 მაისი 2020,   03:10
ვრცლად
ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მაშტაბით საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. დეპუტატებს პირდაპირი და ფარული წესით ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 15 000 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან 9 ათასამდე პირის დისკვალიფიკაცია მოხდა.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მან მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები