04 აპრილი 2020,   22:36
ვრცლად
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა  ყელის არეში აქვს მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები