04 აპრილი 2020,   12:46
ვრცლად
"ლეიბორისტების" ოფისში შეხვედრა დასრულდა - ოპოზიცია ხელისუფლების გეგმების შესახებ დიპლომატებისგან შეიტყობს

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება.

"იმ შემოთავაზებას, რაზეც ბოლოს იყო საუბარი, არავინ დაეთანხმება, ამიტომ გაგრძელდება შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც ამ მოლაპარაკებაში ჩართულია. მათ ექნებათ ჩვენი ერთიანი პოზიცია და მათი საშუალებით მოხდება საბოლოოდ გარკვევა, არის თუ არა ხელისუფლება მზად რაიმესთვის და გავიგებთ,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი ჩიხში მაშინ შევიდა, როდესაც 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დღის ამბები