04 აპრილი 2020,   21:54
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

დღეს საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი გახდა.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში ვახო ხუზმიაშვილის მოსვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა.

ვახო ხუზმიაშვილი აქამდე "იბერიის", "იმედის", "მეცხრე არხის" პროდიუსერად მუშაობდა. კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტი 2 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური, როცა ნათია ზოიძემ ეს პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

დღის ამბები