04 აპრილი 2020,   22:31
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში მაშველები ადამიანების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ

მსხვერპლით დასრულებული კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში. სამაშველო ოპერაცია თურქეთსა და ირანში ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები და ადგილობრივები დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 ბავშვია, ამ დრომდე მძიმეა 8 დაშავებულის მდგომარეობა.

მიწისქვეშა ბიძგები ვანის პროვინციაში და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იგრძნობოდა. დაღუპულები არიან თურქეთის მხარეს.

სტიქიის სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. წინასწარი ინფორმაციით, ირანში მსხვერპლი არ არის, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაინგრა 1000-მდე შენობა.

თურქეთის 3 პროვინციაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე კვირის წინაც მოხდა. სტიქიის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა, 1600 დაშავდა, 75 სახლი კი დაინგრა.

დღის ამბები