10 აპრილი 2020,   08:16
ვრცლად
დავით ზალკალიანი გაეროში სიტყვით წარდგება, მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა

ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ რეგიონებში - ეს არის ის მთავარი თემა, რომლითაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სიტყვით წარსდგება.

დავით ზალკალიანთან ერთად შეკრებილებს მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ნორვეგიის, ინდონეზიისა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შვეიცარიაში დავით ზალკალიანს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

დღის ამბები